65 წლიანი პაუზის შემდეგ ჩინეთი და ტაივანი მოლაპარაკებებს გამართავენ

  ჩინეთი და ტაივანი 65 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამართავენ პირდაპირ მოლაპარაკებებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები ნანკინში გაიმართება და ოთხ დღეს გაგრძელდება. ტაივანის წარმომადგენლები პრესის თავისუფლების საკითხის დასმას გეგმავენ. პეკინი კი თავის მხრივ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხის დააყენებს. ამ დროისთვის ტაივანის პარლამენტი ამ საკითხის განხილვაზე უარს აცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები