გია გაბრიჭიძე: როცა სხვადასხვა სასამართლომ ივანიშვილისთვის მოპარული თანხების დაბრუნების გადაწყვეტილება გამოიტანა, მათი გავლენის ქვეშ მყოფი ბაჩიაშვილი გააქტიურეს, ამ ყველაფრის თქმის უფლებას ის სტილი იძლევა, რითაც ამერიკელები მოქმედებენ

ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკული სპეცსამსახურების ის მიმართულება, რომლებიც “ფერადი რევოლუციების” მიმართულებას კურირებენ, საქართველოში 2003 წელს მომხდარი “ვარდების რევოლუციის” უმთავრესი შედეგი – საქართველო სამხედრო პოლიგონად ექცია ჩაშალა, არახალია და ამ მიზნით მათ ივანიშვილის მიერ ქვეყნის ნორმალურ რელსებზე დაყენების წინააღმდეგ ფორსირებული შეტევა დაიწყეს, რისთვისაც საკუთარი აგენტების სრული მობილიზება მოახდინეს, – ამის შესახებ ექსპერტმა გია გაბრიჭიძემ, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

გაბრიჭიძის თქმით, დავით კეზერაშვილის ფულით დაფინანსებული ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობოების, ასევე „კრედიტ სუისის“ მიერ ივანიშვილის ქონებაზე იერიშის მიტანის შემდეგ, გარე ძალებმა მათ გავლენის ქვეშ მყოფი გიორგი ბაჩიაშვილი გაააქტიურეს.

„დაწყებული ე.წ. ოპოზიციური პარტიებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც საქართველოში ოლიგარქ კეზერაშვილის ფულით სიტუაციის არეულობით იყვნენ დაკავებულნი, ჯერ “კრედიტ სუისის” მიერ ივანიშვილის ქონებაზე დარტყმა განახორციელეს, ხოლო როცა სხვადასხვა სასამართლომ ივანიშვილისთვის მოპარული თანხების დაბრუნების გადაწყვეტილება გამოიტანა, მათი გავლენის ქვეშ მყოფი ბაჩიაშვილი გააქტიურეს.
ამ ყველაფრის თქმის უფლებას ის სტილი იძლევა, რითაც ამერიკელები მოქმედებენ.
ამ ბრძოლაში, რომელიც კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, რათა საქართველოს მიერ არჩეული განვითარების კურსი შეჩერდეს წარუმატებელი იქნება იმ უმარტივესი მიზეზის გამო, რომ ივანიშვილის მხარეს სიმართლე და ქართველი ხალხია.
ასეთ დროს კი უცხოელი სპეცსამსახურები და მისი აგენტები მხოლოდ მცირე დროის “წარმატებებისთვის” არიან განწირულნი.“ – განაცხადა გია გაბრიჭიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები