NATO-ს წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს ბუნდოვანმა პოზიციამ განაპირობა ომი საქართველოში და შედეგად ტერიტორიების დაკარგვა, ზელენსკის პოზიცია რომ უკრაინა უნდა მიიღონ NATO-ში, გამართლებულია – მიხეილ სააკაშვილი

„ბუქარესტის სამიტის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც NATO-ს წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს ბუნდოვანმა პოზიციამ განაპირობა ომი საქართველოში და შედეგად ტერიტორიების დაკარგვა, ყირიმის დაპყრობა და აგრეთვე სრულმასშტაბიანი, დაუნდობელი, სისხლიანი ომი უკრაინაში, რომელიც დღესაც გრძელდება“,- ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“პრეზიდენტ ზელენსკის ხისტი პოზიცია და მისი ზუსტი ფორმულირებები ადრეც და მიმდინარე ვილნიუსის სამიტზეც, რომ უკრაინა გარდაუვალად უნდა მიიღონ NATO-ში, არის აბსოლუტურად გამართლებული და იწვევს აღფრთოვანებას.
საჭიროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები