ზურაბ ქადაგიძე: არ არის გამორიცხული, მალე ვიხილოთ ბაჩიაშვილის მსხვერპლად გასაღების მცდელობაც, რაც გაამყარებს ეჭვებს მისი, როგორც უცხოური გავლენის პერსონის შესახებ

საინტერესო წერილი გაავრცელა ზაზა შათირიშვილმა, სადაც ბაჩიაშვილს ლესკუდრონს ადარებს და როგორც ის გამოიყენა სპეცსამსახურებმა ივანიშვილზე ფინანსური ზარალის მიმყენებლად. ასეა ბაჩიაშვილის ამბავიც, სანამ საჭირო იქნება – გამოიყენებენ. – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წვერმა, ზურაბ ქადაგიძემ სააგენტო Newshub-ს განუცხადა.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმე, კრიპტოვალუტის მითვისებასთან დაკავშირებით დიდ ყურადღებას იქცევს უცხოელი ადვოკატის, რობერტ ამსტერდამის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, რომელიც ცდილობს, საქმეს პოლიტიკური ელფერი შესძინოს.
ზურაბ ქადაგიძემ არ გამორიცხა ახლო მომავალში ბაჩიაშვილის მსხვერპლად გასაღების მცდელობაც.

„ჩემი აზრით, ეს ე.წ. თაღლითობის საქმე, უფრო მეტ ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა სასწრაფო წესით ჩართული უცხოელი ადვოკატი და მისი არაადეკვატური განცხადებები, ბაჩიაშვილის პოლიტიკასთან შემხებლობასთან დაკავშირებით.
არ არის გამორიცხული, მალე ვიხილოთ ბაჩიაშვილის მსხვერპლად გასაღების მცდელობაც, რაც გაამყარებს ეჭვებს მისი, როგორც უცხოური გავლენის პერსონის შესახებ.“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ Newshub-თან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები