ლევან იზორია: ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური სტრატეგია, შექმნან დაძაბულობა

    ვამშვიდებ საზოგადოებას, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გაუარესების თემის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ეს აგორებული თემა და “ნაციონალური მოძრაობის” სტრატეგიაა.”
კიდევ ერთხელ ვამშვიდებ საზოგადოებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ
პოლიტიკური სპეკულაციები. სააკაშვილმა თურქეთიდან რომ გვითხრა, მკვლელობებით რომ არის შეწუხებული, თუ გინდ იმ სტატისტიკით რაც მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იყო, თუ გინდ გირგვლიანის მკვლელობაზე არ დასცდენია მას არცერთი სიტყვა ასეთი მღელვარებით. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური სტრატეგია, შექმნან დაძაბულობა”, – აღნიშნა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები