“წინა წლებში გახსნის მაჩვენებელი იყო თითქმის 55%, დღეს კი ეს მაჩვენებელი თითქმის 100%-იანი”

  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას განცხადებით, წინა წლებში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 55% იყო, ახლა კი ის თითქმის 100%-იანია. ამის შესახებ იზორიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. როგორც იზორიამ განმარტა, 2014 წლის ივლისის თვეში მხოლოდ ერთი მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა. მისი თქმით, შს სამინისტრო კონკრეტული ფაქტებით და ციფრებით საუბრობს, განსხვავება კი წინა წლებთან შედარებით თავად საზოგადოებამ უნდა განსაჯოს.
“ნამდვილად არ ვთვლი, რომ კრიმინოგენული ვითარება დამძიმებულია ქვეყანაში. 2011 წლის აგვისტოში დაფიქსირდა 11 მკვლელობა, აქედან 10 იქნა გახსნილი, ზუსტად ანალოგიური ციფრი გვაქვს 2014 წელსაც, რაც დამთხვევაა, მოხდა 11 მკვლელობა და 10 იქნა გახსნილი. თუმცა ერთი დეტალი მინდა ვამცნო საზოგადოებას, 2014 წლის ივლისში დაფიქსირდა მხოლოდ ერთი მკვლელობა, ისიც გახსნილია, ასეთი დაბალი მაჩვნებელი მთელი ამ წლების განმავლობაში არ ჰქონია შინაგან საქმეთა სამინისტროს, ზოგადად ეს მაჩვენებლი მერყეობდა 6-დან 13-ის შუალედში მკვლელობების რაოდენობის მხრივ.
ძირითადად კრიტიკა განპირობებულია იმით, რომ თითქოს დანაშაულის ჩადენის ფაქტებს წარსულში ადგილი არ ჰქონდა და გაუარესების ტენდენციას აქვს ადგილი, შესაბამისად, მოსახლეობას რომ მივცეთ სანდო ინფორმაცია და ობიექტური შეფასების საფუძველი, აუცილიებელი იქნებოდა შედარება გასულ წლებთან და შესაბამისი დასკვნების გამოტანა მიმინდია საზოგადოებისთვის. ჩვენ კონკრეტული ციფრებით ვსაუბრობთ, ამ ციფრების უკან არის კონკრეტული ფაქტები ძველი წლებისგან განსხვავებით. თუ ინტერესი იქნება, იმ ძველი წლების სტატისტიკასაც მოგახსენებთ. გახსნის მაჩვენებელი წინა წლებში იყო თითქმის 55%, დღეს კი გახსნის მაჩვენებლი არის თითქმის 100%-იანი. ასე რომ, განსხვავება თვითონ განსაჯოს საზოგადოებამ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები