ოკუპირებულ აფხაზეთში 10-11 ივლისის ღამეს წვიმის შედეგად კიდევ 20-ზე მეტი სახლი დაიტბორა (ფოტო, ვიდეო)

ოკუპირებულ აფხაზეთში ბუნებრივ კატაკლიზმებთან ბრძოლა გრძელდება.

10-11 ივლისის ღამეს კიდევ 20-ზე მეტი სახლი დაიტბორა.

ამის შესახებ ე.წ.საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს.

კერძოდ, გულრიფშის რაიონში ათი სახლი დაიტბორა, ოჩამჩირეშიც – ათი და რამდენიმე – სოხუმში.

ამ დრომდე მიმდინარეობს სახლებიდან წყლის ამოტუმბვა.

ხალხის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა.

გარდა ამისა, გალისა და ტყვარჩელის გზაზე ორი ხე ჩამოვარდა, თუმცა, შესაბამისმა სამსახურებმა შეფერხება მალევე აღმოფხვრეს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძლიერი წვიმები რამდენიმე დღეა, გრძელდება.

ყველაზე მძიმე ვითარება იყო გაგრის რაიონში, სადაც 800-ზე მეტი სახლი დაიტბორა. თუმცა, სტიქიის შედეგად დაზარალდა თითქმის ყველა რაიონი, სადაც წაღებულია ხიდები, ჩარეცხილია გზები, განვითარდა მეწყრული პროცესი, წყალი სასტუმროებშიც შეაღწია, საიდანაც რუსი ტურისტების ევაკუაცია სატვირთო მანქანებით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები