ერდოღანმა ნატოში შვედეთის წევრობისთვის კიდევ ერთი პირობა დაასახელა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუ ევროკავშირი მის ქვეყანას კარს გაუღებს.

ამის შესახებ მან ვილნიუსში ნატოს სამიტზე გაფრენამდე განაცხადა, – იუწყება Daily Sabah-ი.

„პირველ ყოვლისა, გავუხსნათ გზა თურქეთს ევროკავშირისკენ, შემდეგ კი გავუხსნით შვედეთს, ისევე  – როგორც ფინეთს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მან დასძინა, რომ ალიანსში შვედეთის გაწევრიანება დამოკიდებულია სამმხრივ შეთანხმებაში მითითებული მოთხოვნების შესრულებაზე.

თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებათა პროცესს მრავალი წელია აწარმოებს.

1964 წელს ქვეყანამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირის წინამორბედთან, ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობასთან (EEC), რომელიც ზოგადად, განიხილება, როგორც პირველი ნაბიჯი კანდიდატობამდე.

ანკარას მიერ 1987 წელს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის ოფიციალური განაცხადი 1999 წელს დაკმაყოფილდა.

წევრობის მოლაპარაკებებს კიდევ ექვსი წელი დასჭირდა და ქვეყანამ ის 2005 წელს მიიღო.

2016 წლიდან გაწევრების მოლაპარაკებები შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები