Медуза, Медизона: უკრაინაში 1,5 წლის განმავლობაში რუსეთის 47 ათასი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთის მერ უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარე ომში რუსეთის, დაახლოებით, 47 ათასი მოქალაქე დაიღუპა.

ამის შესახებ რუსული გამოცემების – “მედუზა” და “მედიაზონას” კვლევაშია ნათქვამი.

ჟურნალისტებმა, ექსპერტ დიმიტრი კობაკთან ერთად, შეისწავლეს მემკვიდრეობითი საკითხების რეესტრი და როსსტატის მონაცემები, რომლებმაც აჩვენეს, რომ 2022 წლიდან ახალგაზრდებში სიკვდილიანობის მკვეთრი მატებაა.

აღსანიშნავია, რომ BBC-ის რუსული რედაქცია და “მედიაზონა” დაღუპულთა თავის სტატისტიკას აწარმოებენ, რომლის მიხედვით, 7 ივლისის მდგომარეობით, ომში 27,4 ათასი იდენტიფიცირებული ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის ხელისუფლება დანაკარგების შესახებ ინფორმაციას თითქმის არ ასაჯაროებს. უკანასკნელი მონაცემით, რომელიც თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 2022 წლის სექტემბერში წარადგინა – ომში 5,9 ათასი ადამიანია დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები