სოციოლოგების ინფორმაციით, რუსების დაახლოებით 70% მომდევნო არჩევნებზე დიქტატორ ვლადიმირ პუტინს დაუჭერს მხარს.
სოციოლოგიური ცენტრი „ლევადა-ს“ ცნობით, რესპონდენტების უმრავლესობა თავის დამოკიდებულებას პუტინის მიმართ აღწერს როგორც „პოზიტიურ-ნეიტრალურს“. გამოკითხულთა ორ მესამედს სურს, რომ ის 2024 წელს ხელახლა აირჩიონ პრეზიდენტად.
მისი მომხრეები ამას იმით ხსნიან, რომ პუტინი „სწორ პოლიტიკას აწარმოებს“, „კარგი ლიდერია“, “ხალხის მხარესაა“ და „მას ალტერნატივა არ გააჩნია“.
გამოკითხულთა აზრით, პუტინი ქვეყნის ყველა ფენის ინტერესებს ითვალისწინებს. პუტინის არჩევა დამატებითი ვადით, რუსეთის მოსახლეობის 68% სურს – ეს რეკორდია 2012 წლის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით 2022 წლის მაისს – მაშინ 72% იყო.