გერმანიაში ეთნოფესტივალის გამო არეულობა მოხდა – დაშავებულია 26 პოლიციელი

გერმანიის ქალაქ გისენში ეთნოფესტივალის დროს შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 26 პოლიციელი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, არეულობის დროს სამართალდამცავებმა სულ მცირე 100 ადამიანი დააკავეს. ფიზიკური ზიანის მიყენების ფაქტებთან დაკავშირებით, ათეულობით გამოძიებაა დაწყებული.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ფესტივალის ჩატარების წინააღმდეგ მიტინგში მონაწილეობა დაახლოებით 250 ადამიანმა მიიღო. დემონსტრაციის შემდეგ დაახლოებით 150-მა მათგანმა ქალაქში გზა გადაკეტა.

შეუთანხმებელი აქციის დარბევის დროს, მისი მონაწილეები სამართალდამცავების მიმართ ქვებსა და ბოთლებს ისროდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები