რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, აგვისტოში ვლადიმერ პუტინი თურქეთს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აგვისტოში პუტინი თურქეთს ეწვევა.
ანიშნულის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ერდოღანმა ზელენსკისთან ასევე გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა, კერძოდ, უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის საკითხზე.
„ეს საკითხი პუტინთან განვიხილე და პუტინი ეწვევა თურქეთს მომავალ თვეს. კვლავ გვექნება შესაძლებლობა ეს საკითხი პირისპირ განვიხილოთ”, – განაცხადა ერდოღანმა.