თურქეთმა შვედეთს ნატოში გაწევრიანებაზე ისევ უარი უთხრა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას ისევ არ შეუძლია ნატოში შვედეთის განაცხადის დამტკიცება მის მიერ ტერორისტების მხარდაჭერის გამო.
ამის შესახებ მან სტამბოლში გამოსვლის დროს თქვა.
„ჩვენ მხარი დავუჭირეთ ნატოს ღია კარის პოლიტიკას. ჩვენ დავამტკიცეთ ფინეთის წევრობა. მაგრამ ჩვენ ვერ დავამტკიცებთ მათ, ვინც მიესალმება ტერორისტებს. ჩვენ ველოდებით, რომ შვედეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერმა თქვა, რომ აპირებს ვილნიუსში ნატოს სამიტზე შვედეთის წევრობის პრობლემებზე ისაუბროს.