ANS: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უარესი სცენარის შემთხვევაშიც, მოსახლეობას რადიაცია არ ემუქრება

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყველაზე უარესი სცენარის განვითარების შემთხვევაშიც კი, მოსახლეობას რადიაცია არ ემუქრება.

ამის შესახებ ამერიკის ბირთვულ საზოგადოებაში (ANS) განაცხადეს.

“ჩვენმა ექსპერტებმა გულდასმით განიხილეს “ყველაზე უარესი სცენარი”, მათ შორის რეაქტორების აფეთქება და დახარჯული საწვავის კონტეინერების აფეთქება. მათ არ შეუძლიათ, განჭვრიტონ სიტუაცია, რომელიც საზოგადოებრივ ჯანმრთელობას რადიაციასთან დაკავშირებით დაემუქრება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის ბირთვულმა საზოგადოებამ გაიხსენა, რომ ელექტროსადგურის ექვსი რეაქტორი 10 თვის წინ იყო გაჩერებული და ისინი საკმარის სითბოს არ აწარმოებენ, რომ გამოიწვიონ სწრაფი რადიაციული ამოხეთქვა.

როგორც განცხადებაშია ხაზგასმული, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იმგვარად არის დაპროექტებული, რომ გაუძლოს ტექნოგენურ და ბუნებრივ საფრთხეებს.

“სქელი ფოლადის რკინაბეტონის ფარები იცავს რეაქტორის აქტიურ ზონებს და შექმნილია გარემოდან ნებისმიერი რადიოაქტიური მასალის იზოლირებისთვის. ფარების დარღვევის ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაში, რადიოაქტიური მასალის ნებისმიერი პოტენციური გაჟონვა, რეაქტორების მიმდებარე ტერიტორიით იქნება შეზღუდული. ამიტომ, ზაპოროჟიეს ნებისმიერი შედარება „ჩერნობილთან“ ან „ფუკუსიმასთან“ არის არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი“, – ნათქვამია ANS განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები