მიხეილ სააკაშვილის გვერდზე აღარ იძებნება პოსტი, სადაც ის პარტნიორ ქალბატონად სოფო ნიჟარაძეს აცხადებდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აღარ იძებნება პოსტი, სადაც ის პირადი ცხოვრების შესახებ წერდა.

როგორც მსჯავრდებულმა სააკაშვილმა საზოგადოებას განუმარტა, მისი პირადი ცხოვრება მთლიანად უკავშირდებოდა მომღერალ სოფო ნიჟარაძეს და მათ საერთო შვილს.

“ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას.” – წერდა სააკაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები