გაერო: უკრაინაში ომის დაწყებიდან 9 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 500-ზე მეტი ბავშვია

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობამ 9 ათას ადამიანს გადააჭარბა, მათ შორის 500-ზე მეტი ბავშვია.

ამის შესახებ გაეროს განახლებულ ანგარიშშია ნათქვამი.

გაეროს ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ, რეალურად, დაღუპული მოქალაქეების რაოდენობა შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს, მათ მიერ მოყვანილი რიცხვი არის უბრალოდ დადასტურებული და დოკუმენტირებული.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ სამწუხარო ეტაპს ომში, რომლის დროს უკრაინაში საშინელი სამოქალაქო მსხვერპლი გრძელდება“, – თქვა უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნოელ კალხუნმა ომის დაწყებიდან 499-ე დღეს.

სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო ყოველთვიური რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, მიმდინარე წლის დასაწყისში შემცირდა, მაგრამ მაისსა და ივნისში მათი საშუალო რაოდენობა კვლავ გაიზარდა.

სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, რომელიც უკრაინაში 2014 წლიდან მუშაობს, ბოლო 500 დღის განმავლობაში სამჯერ მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ვიდრე აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების წინა რვა წლის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები