ზელენსკი სლოვაკეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთში, პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტის ტური აღმოსავლეთ ევროპაში ბულგარეთში დაიწყო, სადაც ის 6 ივლისს ჩავიდა, მერე მოლაპარაკებები ჩეხეთში გამართა, ბრატისლავაში ვიზიტის შემდეგ კი, თურქეთში გაემგზავრება.

მისი მოგზაურობის მიზანია სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება და ამ ქვეყნების ხელისუფლებისგან მხარდაჭერის მოძიება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებში.

სოფიაში ვიზიტი აქამდე ყველაზე რთული იყო ბულგარეთის ხელისუფლების პრორუსული პოზიციის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები