დავით ქართველიშვილი: საქართველოში მშვიდობიან თანაცხოვრებაში მყოფი რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, ერთმნიშვნელოვანი განაჩენი გამოუტანეს ღვთის გმობისა და არა-ადამი-ანური, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის საჯარო პროპაგანდას

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საპატრიარქოსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ერთობლივად გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ლგბტქ+ თემის პროპაგანდის კანონმდებლობით შეზღუდვას ეხება. როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს,
„საქართველოში მშვიდობიან თანაცხოვრებაში მყოფი რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, ერთმნიშვნელოვანი განაჩენი გამოუტანეს ღვთის გმობისა და არა-ადამი-ანური, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის საჯარო პროპაგანდას”.

„ლუციფერის ნაშიერნი ყოველწლიურ ჭინთვებში ცდილობენ კაცობრიობის ღვთაებრივი შექმნის ბიბლიური ჭეშმარიტება ეჭვქვეშ დააყენონ. ცდილობენ ღმერთს დაუმტკიცონ, რომ ის არ არსებობს; რომ ადამიანი კაცისა და ქალის ურთიერთობების გარეშეც ჩნდება დედამიწაზე; რომ „მკრეხელობაა” მხოლოდ ორი სქესის აღიარება, მაშინ, როდესაც „გენდერული მრავალფეროვნება” ყოველწლიურად სულ უფრო ახალი მუტაციებით „ახარებს” თავის თანამიმდევრებს. ამ ზაფხულის პერიოდში თავისი გაუკუღმართებული ბუნების აღლუმები უკვე ჩაატარეს მსოფლიოს „ცივილიზებულ” ნაწილში. სამწუხაროდ, ჩაატარეს იერუსალიმშიც. საბედნიეროდ, ჩაატარეს სტამბულშიც. საბედნიეროდ იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა მოგვცეს პრაქტიკული მაგალითი – თუ როგორ უნდა აღუდგეს წინ უფლის გმობას ღვთისმოშიში ხელისუფლება. ამ კომპონენტში მუსლიმი ერდოღანი ქრისტიანულ მთავრობებსაც გვაძლევს მაგალითს. დღეს მეტეხის ტაძრის პლატოზე, ქართული ეთნიკური და კონფესიური ტოლერანტობის სიმბოლო – წმ. ვახტანგ გორგასლის ძეგლთან, საქართველოში მშვიდობიან თანაცხოვრებაში მყოფი რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, ერთმნიშვნელოვანი განაჩენი გამოუტანეს ღვთის გმობისა და არა-ადამი-ანური, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის საჯარო პროპაგანდას. ჩვენში არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. ზოგი ალკოჰოლიზმს, ზოგი ნარკოდამოკიდებულებას ებრძვის. ზოგი მრუშობს,

ზოგი სიძვაშია. ზოგს პედერასტია „შეერია”, ზოგს – ვერცხლისმოყვარეობა ამარცხებს და ა.შ. წარმოუდგენელია, ყველამ თავისი „საყვარელი” ცოდვის სახელობის პრაიდები გამართოს და მით უმეტეს, ითხოვდეს ამ ცოდვათა ლეგიტიმაციას საკანონმდებლო დონეზე. საქართველოში არავინ ერჩის არც პიდარასტებს, არც ლესბოსელებს – ამის შესახებ განმარტების გაცემა მათ უფლის წინაშე მოუწევთ, ადრე თუ გვიან. მაგრამ საზოგადოებას, ბავშვებს თავს მოახვიონ საკუთარი ცოდვითი მიდრეკილებანი და ცოდვით დაცემანი, თანაც ამას „სიამაყის აღლუმის” ფორმით აკეთებდნენ – ამას მართლმადიდებლების, კათოლიკეების, გრიგორიანელების, მუსლიმების, ებრაელებისა და იეზიდების საქართველო არ დაუშვებს.”, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები