კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შედეგად ხერსონის რეგიონში დნეპრის ორივე მხარეს დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა.
კერძოდ, როგორც ხერსონის რეგიონის საოკუპაციო ე.წ. საგანგებო სიტუაციებში განაცხადეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვმა 55-ს მიაღწია.
რაც შეეხება დნეპრის მარჯვენაზე სანაპიროს, რომელიც კიევის მიერ არის კონტროლირებადი, 20 ივნისის მდგომარეობით, აქ 21 დაღუპულის შესახებ იყო ცნობილი.
კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი 6 ივნისს ააფეთქეს.