თამარ ჩერგოლეიშვილი – სააკაშვილზე: თავისი შვილების დედებს როგორც ექცევა, იმაზე უარესად ექცევა ქართულ საზოგადოებას

სააკაშვილი განასახიერებს ოპოზიციას იქამდე, სანამ ელექტორალურ საფუძველს არ გამოვაცლით ქართული საზოგადოების დემორალიზაციის უშრეტ წყაროს.
​დაიმახსოვრეთ, რომ ამ დემორალიზებული ჩმორით ოპოზიციის სათავეში, საქართველო რუსულ რეჟიმს ვერ დაამარცხებს და რუსულ ჭაობში ჩარჩება, – ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, რამე რომ მოიგო, მორალური უპირატესობაა საჭირო, რაც მიხეილ სააკაშვილს არ გააჩნია. ხელოვნურად, მედიით და ფულით გააქტიურებული მესამე პრეზიდენტი კი, ჩერგოლეიშვილის თქმით, პოლიტიკურად უნდა განადგურდეს.

“გახსოვდეთ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი სააკაშვილია.

სააკაშვილი განასახიერებს ოპოზიციას იქამდე, სანამ ელექტორალურ საფუძველს არ გამოვაცლით ქართული საზოგადოების დემორალიზაციის უშრეტ წყაროს.

დაიმახსოვრეთ, რომ ამ დემორალიზებული ჩმორით ოპოზიციის სათავეში, საქართველო რუსულ რეჟიმს ვერ დაამარცხებს და რუსულ ჭაობში ჩარჩება.

რამე რომ მოიგო, მორალური უპირატესობა გჭირდება.

ეს ხელოვნურად, მედიით და ფულით შანტაჟით მოტივტივე არარაობა, უნდა განადგურდეს პოლიტიკურად თუ წინსვლა გვსურს.

პოლიტიკურად უნდა განადგურდეს ყველა, ვინც ამ დემორალიზებულ, უკბილო მონსტრს წყალს უსხამს, ვირტუალურ რეალობას უქმნის, კონკურენტებს უვიწროებს და საქართველოს რუსული ჭაობისთვის წირავს.

ესაა სიმართლე და ამას წყალი არ გაუვა.

წადით და მიჩივლეთ.

p.s. თავისი შვილების დედებს როგორც ექცევა, იმაზე უარესად ექცევა ქართულ საზოგადოებას და ამ საზიზღრობას გვატენიან – ჭამეთ, მხსნელიაო, ეს ღორები!”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები