ლუკაშენკო უკრაინაზე: შემოდგომაზე სიტუაცია უნდა შეიცვალოს – შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს

შემოდგომისთვის სიტუაცია უნდა შეიცვალოს, შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„შემოდგომისთვის სიტუაცია უნდა შეიცვალოს და მოლაპარაკების მაგიდასთან დავიწყებთ საუბარს. შეიძლება არა სექტემბერში და ოდნავ მოგვიანებით. არ მინდა რაიმე ინფორმაციის გაცემა, მაგრამ ევროპელები უკვე საუბრობენ ამაზე – საფრანგეთი, გერმანია. მატერიალური თვალსაზრისით, ამ ომით ყველაზე მეტს ევროპელები კარგავენ. სარგებელს კი ფაქტობრივად მხოლოდ ერთი ქვეყანა იღებს. მთავარია ეს კონფლიქტი შეწყდეს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები