გვარამია ბაჩიაშვილზე: თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა

თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა, – წერს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე.

გვარამია მიიჩნევს, რომ ბაჩიაშვილისთვის ბრალის წარდგენა ივანიშვილის თავს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესების საინტერესო სიმპტომი და მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

„გიორგი ბაჩიაშვილისთვის ბრალის წარდგენა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სიმპტომი და მნიშვნელოვანი ინდიკატორია ივანიშვილის თავს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესების. ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდის შიგნით ამ მასშტაბის (ღია) ეროზია მე არ მახსენდება.

რაც შეეხება ბაჩიაშვილს, საქმის დეტალები არ ვიცი (ჯერ), მაგრამ თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა.

ჩემთვის, ბაჩიაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა და ბევრად ზუსტი და რელევანტური დასკვნების გაკეთების საშუალებად მივიჩნევ, ვიდრე კობახიძის სულელური კაკაფონიის ანალიზია“, – წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები