გია გაბრიჭიძე – კახა ლომაიას განცხადებაზე: არ დავიწყებ მისი სტატუსის დეტალურად განხილვას, არც მისი წარსულის და არც მისი წერა-კითხვის ცოდნას; უბრალოდ ვიტყვი, რომ სრულ სისულელეს წერს

განათლების ყოფილი მინისტრი (კიდევ კარგი რომ ყოფილი), კახა ლომაია აქვეყნებს სტატუსს “გულისშემძვრელი” სათაურით – როგორ იხეირებდა საქართველო არა-რუსული მთავრობა (ანუ ნაც-მთავრობა) რომ ჰყოლოდა” და მოჰყავს რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ გახსნეს საბურავების ქარხანა რუმინეთში და სხვა ქვეყნებში სხვა დანიშნულების საწარმოები, – წერს ექსპერტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ქარხნები კი, არა, საქართველოში სახაჭაპურეებსაც ვერ გავხსნიდით, რადგან არავის ენდომებოდა ბომბების ქვეშ საწარმოს გახსნა.

„განათლების ყოფილი მინისტრი (კიდევ კარგი რომ ყოფილი) კახა ლომაია, აქვეყნებს სტატუსს “გულისშემძვრელი” სათაურით – როგორ იხეირებდა საქართველო არა-რუსული მთავრობა (ანუ ნაც-მთავრობა) რომ ჰყოლოდა” და მოჰყავს რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ გახსნეს საბურავების ქარხანა რუმინეთში და სხვა ქვეყნებში სხვა დანიშნულების საწარმოები.
არ დავიწყებ მისი სტატუსის დეტალურად განხილვას, არც მისი წარსულს და არც მისი წერა-კითხვის ცოდნას. უბრალოდ ვიტყვი, რომ სრულ სისულელეს წერს.
იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ნაც-ხელისუფლება გვეყოლებოდა, საქართველოში არამც თუ ქარხნები, არამედ სახაჭაპურეებსაც არავინ გახსნიდა, რადგან არავინ არის ისეთი სულელი, რომ ლომჯარიას ნანატრი ბომბების ქვეშ რაიმე საწარმო გახსნას.
რაც შეეხება რუსეთიდან გაქცეულ უცხოურ ბრენდებს უბრალოდ შევახსენებ, რომ ჭყონიას Coca-Cola თავისუფლად ავსებს იმ “სიცარიელეს” რაც ომის გამო რუსეთის ბაზარზე გაჩნდა”, – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები