ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალურ მოძრაობას“: კლინიკასთან 20 კაცი რომ მიგყავს და დროშებს ისე ჭიმავ, იქნებ ფართომასშტაბიანი გამოჩნდეს აქცია, ატყობთ რა „ხაბეიშვილიზაციაში“ ხართ ჩავარდნილი?

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კლინიკა „ვივამედთან“ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ქადაგიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კლინიკაში მყოფი სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ადარდებს. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ „ვივამედის“ ეზოში დროშების გაშლით, აქციის ორგანიზატორები შეეცადნენ, ადამიანების მცირე რაოდენობა ფართომასშტაბიან აქციად წარმოეჩინათ.

„ტიპური სექტაა – „ერთიანი ხლისტური მოძრაობა“ თავისი ბუდარა და ბუდარიხებით…

ჯერ ერთი, კლინიკასთან რომ მიდიხარ სადაც „მამა-მარჩენალი“ გიწევს, იქ ხომ სხვა პაციენტებიც არიან და იმათი ჯანმრთელობა სულ არ გადარდებთ და მეორე – 20 კაცი რომ მიგყავს და დროშებს ისე ჭიმავ, ეგება ფართომასშტაბიანი გამოჩნდეს აქცია, ატყობთ რა „ხაბეიშვილიზაციაში“ ხართ მთელი „ნაცმოძრაობა“ ჩავარდნილი? ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement

Mikheil Saakashvili ატყობ რა ხაბეიშვილად ადარდებ ყველას,რომ 20 კაცი ძლივს შეგიკრიბეს?“, – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები