დავით ქართველიშვილი: პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიცია დაეცა უკბილო ხულიგნების დონემდე, რომლის დეგრადირებული მდგომარეობის სახეს დღეს დეპუტატი წითლიძე წარმოადგენს

ვისაც ჰგონია, რომ ოპოზიციის ასეთი დეგრადაცია, თუ „ხელისუფლების აყირავების“ წარუმატებლობა, „თავისით“ მოდის, ხელისუფლების თუ მისი სპეციალური სამსახურების გარეშე, მათ მოსაზრებებს ნამდვილად ვერ გავიზიარებ, – ამის შესახებ წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც სოციალური ქსელში პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლას გამოეხმაურა.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ეროვნული პრინციპების სადარაჯოზე მყოფი პრემიერი საზოგადოებას ჩართულობას ამ ბრძოლაში დამატებით მოტივაციას აძლევს.

„ყველაზე „პოპულარულ“ და ჩემთვის გაუგებარ პოზიციას: „რას აკეთებს მთავრობა”, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ამომწურავი პასუხი გასცა. მე შევეხები მხოლოდ ერთს, ჩემთვის ძირითად ასპექტს. ჩემთვის მთავარი იყო ის შეფასება, რომელზეც პირდაპირ თუ მინიშნებით ვსაუბრობდით ბოლო ერთი თვის განმავლობაში: “ხელისუფლების აყირავების” ვერც ერთი (!) მცდელობა ოპოზიციის მხრიდან წარმატებით ვერ განვითარდა – ყველაფერმა “ჩაილურის წყალი დალია”. პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიცია დაეცა უკბილო ხულიგნების დონემდე, რომლის დეგრადირებული მდგომარეობის სახეს დღეს დეპუტატი წითლიძე წარმოადგენს. ვისაც ჰგონია, რომ ოპოზიციის ასეთი დეგრადაცია, თუ “ხელისუფლების აყირავების” წარუმატებლობა, “თავისით” მოდის, ხელისუფლების თუ მისი სპეციალური სამსახურების გარეშე, მათ მოსაზრებებს ნამდვილად ვერ გავიზიარებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის ნორმალური საზოგადოების მტკიცედ დგომა და თავდადებისთვის მზაობა – ასევე წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიისა” და მისი ადგილობრივი მარიონეტების წარუმატებლობაში მნიშვნელოვან ფაქტორს. როდესაც ამ ბრძოლას წინ უძღვება ეროვნული პრინციპებისა და საბაზისო ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე მყოფი პრემიერი, საზოგადოების ჩართულობას ამ ბრძოლაში დამატებითი მოტივაცია ეძლევა“, – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები