საიდუმლო ქვა
1872 წელს ნიუ-ჰემშირში (ამერიკის შეერთებული შტატები), უინიპესოკის ტბასთან სამშენებლო სამუშაოების დროს იპოვეს კვერცხის ფორმის ქვა, რომელზეც საკმაოდ უცნაური ფორმის სახე იყო გამოსახული. ქვა მოშავო-მოყავისფეროა. მისი სიმაღლე 10 სანტიმეტრია.
ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის განცხადებით, მსგავსი ტიპის ობიექტი მე-19 საუკუნიდან დღემდე ნაპოვნი არ არის. მიუხედავად უამრავი სამეცნიერო გამოკვლევისა, დღემდე დაუდგენელია ქვის წარმოშობა, ასევე უცნობია კაცობრიობის რომელ რასას ეკუთვნის მასზე გამოსახული სახე. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდა ქვის სკანირება, რამაც უფრო მიუწვდომელი და მისტიკური გახადა უნიკალური არტეფაქტის შესწავლა.