გოკა გაბაშვილი: რუსეთისა და ნაურუს გარდა, სააკაშვილს არცერთ ქვეყანაში არ დააკავებენ

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ წევრი გოკა გაბაშვილი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილს რუსეთისა და ნაურუს გარდა, არცერთ ქვეყანაში არ დააკავებენ. ამის შესახებ გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„გადაეცით ელჩს და მის უფროს საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე პრემიერ-მინისტრს და მის უფროს მოქალაქეს, რომ შიდა ძებნით შუძლიათ თავი გაირთონ, გარეძებნაზე თავს ნუ გაიწვალებენ. იმ ქვეყნებში, რომლებზეც ხელი მიუწვდებათ – ჩრდილოეთ კორეაში, ნაურუში და რუსეთში სააკაშვილი ჩასვლას არ აპირებს“,-განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
საბერძნეთში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, იახტა, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აჭარის მთავრობის ექსთავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით მგზავრობდნენ, კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს. ელჩის თქმით, ამის თაობაზე საელჩოში ინფორმაცია კუნძულ სამოსის პოლიციის განყოფილებიდან შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები