“კომიტეტები შეიძლება ჩატარდეს და ვატარებთ თბილისში, ეს სერიოზული დარღვევა არაა”

თბილისში ბიუროს სხდომის ჩატარებას უმცირესობის წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. აღნიშნულ საკითხს მმართველ გუნდში შეფასებები მოჰყვა. როგორც უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განმარტა, პარლამენტის დებულებები განსაზღვრავს, თუ სად შეიძლება ჩატარდეს კომიტეტის სხდომა. „მე მგონი ვიღაცამ არ იცის, განსხვავება საკონსტიტუციო მოთხოვნასა და პარლამენტის დებულებებს შორის. კონსტიტუცია ამბობს, რომ პარლამენტი მუშაობს ქუთაისში და იქნება სასესიო მუშაობა, რაც შეეხება პარლამენტის დებულებებს ის განსაზღვრავს სად შეიძლება ჩატარდეს კომიტეტები შეიძლება ჩატარდეს თბილისში და ვატარებთ თბილისში და სერიოზული დარღვევა არაა “, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები