თბილისის პარლამენტის შენობის მოწესრიგება დაახლოებით 20 მილიონი დაჯდა

საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი იყო და რჩება ქალაქი ქუთაისი ისე, როგორც ეს საქართელოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თბილისში პარლამენტის შენობის მოწესრიგებისთვის დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯა.
„ისევე, როგორც დღემდე ორი წლის განმავლობაში პარლამენტის საქმიანობის ცალკეული კომპონენტები ხორციელდებოდა არა ქუთაისში მდებარე შენობაში, არამედ სხვაგან. მაგალითად, თბილისში და სხვაგანაც იმართება კომიტეტის, ბიუროს სხდომები ისე, როგორც ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. ჩვენ ზუსტად ამავე რეჟიმში ვაგრძელებთ ცხოვრებას. განსხვავება არის ის, რომ საქართველოს პარლამენტის კუთვნილი, მის ბალანსზე არსებული ქონება არის მოყვანილი წესრიგში იმ დარბევის შემდეგ, რაც ორი წლის წინ განხორციელდა ამ შენობაში. გადაწყვეტილებებს პარლამენტი მიიღებს ქალაქ ქუთაისში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები