როსტოვის რეგიონში მყოფი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებისთვის “ცხელი ხაზია” ამოქმედებული
როსტოვის რეგიონში მყოფი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებისთვის “ცხელი ხაზი” ამოქმედდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპატიო კონსული, ადიკ არშბა აცხადებს, ამჟამად ქალაქში ვითარება სტაბილურია, ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ე.წ. საკონსულო რეგიონის ყველა შესაბამის სამსახურთან კოორდინაციაში იმყოფება.