გეომაგნიტური დღეები და რთული პერიოდები – ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს
შემოდგომა ჰოროსკოპის ყველა ნიშნისთვის შედარებით მშვიდი იქნება, თუმცა იქნება რთული პერიოდებიც. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი “კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, სექტემბერი და ოქტომბერი მშვიდი თვეებია. რთული პერიოდები იქნება 5-დან 10 სექტემბრამდე.
მისივე თქმით, ამ თვეებში ბევრი გეომაგნიტური დღეა, რაც დისონანსს შექმნის ურთიერთობებში, ჯანმრთელობის საკითხებში… ოქტომბერში დედამიწის ენერგეტიკა სასიკეთოა. რთული იქნება თვის ბოლოს, 20 და 25 რიცხვში მზის და მთვარის დაბნელების პერიოდები. მზე გადადის მორიელის აგრესიულ ნიშანში და იწყება პრობლემების მოზღვავება. აქედან გამომდინარე, 20-დან დაიწყება პრობლემების მოზღვავება. “კვირასთან” საუბარში მიხეილ ცაგარელი უფრო კონკრეტულ დღეებზე და სირთულეებზე საუბრობს: “31 ოქტომბერს ყველაზე რთული დღეა. ეს არის ე.წ. „ჯადოქრების ღამე“. მოგეხსენებათ, ამ დღეს ამერიკაში აღნიშნავენ „ჰელოუინის“ დღესასწაულს. ამას თავს ახვევენ მთელ მსოფლიოს. არავის ვურჩევ ამ რიტუალებში მონაწილეობის მიღებას. ვეცადოთ, ლოცვით გავიაროთ ეს დღე. ასევე მნიშვნელოვანია 19 სექტემბერი. მოგეხსენებათ, ამ დღეს ანგელოზ მიქაელს ეძლევა დაკარგული სულების ქვესკნელიდან ამოყვანის საშუალება. ამიტომ ჩვენი ოჯახის ახლობლების სულებისთვის ვილოცოთ“, – აღნიშნა ასტროლოგმა.
და ბოლოს, რომელი ნიშნებისთვის იქნება სასიკეთო და ნაკლებად სახარბიელო ეს თვეები. სექტემბერი ხელსაყრელია ჰოროსკოპის შემდეგი ნიშნებისთვის: კურო, თხის რქა, კირჩხიბი, ქალწული და მორიელი, დანარჩენისთვის ნაკლებად ხელსაყრელი. ოქტომბერი ხელსაყრელია: ვერძისთვის, მშვილდოსანისთვის, ლომისთვის, მერწყულისთვის, სასწორისთვის და ტყუპებისთვის.