იახტას, რომლითაც სააკაშვილი მგზავრობდა, საბერძნეთში პრობლემა შეექმნა

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, გემი, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აჭარის მთავრობის ექსთავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით მგზავრობდნენ, კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს.
“მე მაქვს ინფორმაცია, რომელიც მოგვაწოდა საბერძნეთის კუნძულ სამოსის პოლიციის განყოფილების უფროსმა, დიმიტრი კაპაკიდისმა. ინფორმაციის მიხედვით, გუშინ, 18:00 საათზე, თურქეთის მხრიდან, კუნძულ სამოსზე შევიდა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი იახტა, რომლის ბორტზე საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი და ლევან ვარშალომიძე იმყოფებოდნენ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სასაზღვრო კონტროლის დროს მიხეილ სააკაშვილის პასპორტის შემოწმებისას გამოჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მხარის მიერ შესულია მოთხოვნა პირის დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ პროცედურები დასრულებული არ არის, საბერძნეთს არ ჰქონდა პირის დაკავების საფუძველი. მათივე თქმით, გემი კუნძულზე ოთხი საათით დააყოვნეს, რის შემდეგაც უკან გაბრუნდა თავისი ეპიკაჟის შემადგენლობით. ეს არის საბერძნეთის სამართალდამცავების, კერძოდ კი სამოსის პოლიციის განყოფილების უფროსისგან მიწოდებული ინფორმაცია”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. წყარო: “ინტერპრესნიუსი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები