გია ცაგარეიშვილი: კატეგორიულად მივმართავ პროკურატურას

“ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისს სამაგიერო პარლამენტის შენობის განადგურებით გადაუხადა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, “ნაციონალურ მოძრაობას” სძულდა თბილისი, რადგან თბილისს სძულდა “ნაციონალური მოძრაობა”.
დეპუტატი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს, თუ ვინ მიიღო აღნიშნული შენობის განადგურების გადაწყვეტილება. “ვუბრუნდებით საქართველოს პარლამენტის შენობას, დღეს იქ ბიუროს სხდომას ჩავატარებთ. ქუთაისიდან არავინ გადმოდის, ესეც ჩვენი ოპონენტების მიერ გავრცელებული ჭორია. ქუთაისში სასესიო მუშაობა გაგრძელდება, თუ საჭიროა, საკომიტეტო მუშაობაც. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიწასთან გაასწორა რუსთაველის გამზირზე მდებარე ჩვენი საპარლამენტო ოფისი, რომლის აღდგენაც საქართველოს ბიუჯეტს 23 მილიონი ლარი დაუჯდა. სწორედ ამდენი ლარით მიაყენა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ზარალი ცენტრალურ ბიუჯეტს. არაერთხელ მომითხოვია მთავარი პროკურატურისგან და ახლაც, კატეგორიულად ვითხოვ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ნათელი უნდა მოეფინოს, ვინ დაანგრია ეს შენობა და ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები