ლარი კვლავ გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6208 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6164 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0044 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8622 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8602 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0020 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.