ირაკლი კობახიძე – „ედისონ რისერჩის“ კვლევაზე: ეს არის კეზერაშვილის სიზმრები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს გამოეხმაურა.
“მე არ ვაპირებ ამ კვლევებზე კომენტარის გაკეთებას. ეს არის კეზერაშვილის სიზმრები. რაც აწყობს და აინტერესებს, იმას აწერინებს. სისხლიანი ფულით არის შეკვეთილი ეს კვლევა, ამიტომ, ლოგიკურია ის ციფრები, რომლებიც ქვეყნდება ამ კომპანიის მიერ“, – აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის, Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიული რეიტინგის თანახმად, მესამე ადგილზეა პარტია „საქართველოსთვის“.