ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც ჩაიდინა გვარამიამ და ეს დადასტურდა სასამართლოს მიერ
“ნიკა გვარამიამ იცოდა, რომ მას გადასაცემი ექნებოდა „რუსთავი 2“ კანონიერი მფლობელისთვის, ისარგებლა 2 წლიანი შეჩერების პერიოდით და სწორედ ამ 2 წელიწადში გაძარცვა ტელეკომპანია 7 მილიონი ლარით – ყველამ იცის იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც ჩაიდინა გვარამიამ და ეს დადასტურდა სასამართლოს მიერ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიასთან ერთად პასუხისმგებელი არიან მაშინდელი პრეზიდენტი, მაშინდელი სახალხო დამცველი, ოპოზიციური პარტიები, ენჯეოები და მათი უცხოელი პატრონები.
„გახსოვთ მაშინ მთელი კამპანია იყო, სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს მაშინდელმა პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, პოლიტიკოსებმა, ენჯეოებმა და ა.შ, მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს იმისთვის, რომ შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს აღსრულების გადაწყვეტილება და დაახლოებით 2 წლით ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა, სწორედ ან შეჩერებამ მისცა გვარამიამ დანაშაულის ჩადენის საშუალება. ის რეალურად თავს დაესხა დამოუკიდებელ მედიას, რომელიც გადასაცემი ჰქონდა მოგვიანებით კანონიერი მფლობელისთვის. მან იცოდა, რომ სტრასბურგი აუცილებლად გაჰყვებოდა იმ საქმეს, რომელიც განიხილა უზენაესმა სასამართლომ. მიზეზი იყო მარტივი, უზენაესმა სასამართლომ თავის დროზე დაადგინა მარტივი ჭეშმარიტება, რომ კანონიერ მფლობელს თავის დროზე წაართვეს „რუსთავი 2“ და იგივე გაიმეორა სტრასბურგის სასამართლომ. გვარამიამ იცოდა, რომ მას გადასაცემი ექნებოდა „რუსთავი 2“ კანონიერი მფლობელისთვის, ისარგებლა 2 წლიანი შეჩერების პერიოდით და სწორედ ამ 2 წელიწადში გაძარცვა ტელეკომპანია 7 მილიონი ლარით. შესაბამისად ამ დანაშაულზე ნიკა გვარამიასთან ერთად პასუხისმგებელი არიან მაშინდელი პრეზიდენტი, მაშინდელი სახალხო დამცველი, ოპოზიციური პარტიები და ენჯეოები და მათი უცხოელი პატრონები. მათ შორის ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დღესაც საუბრობენ ამ საქმესთან დაკავშირებით სხვანაირი ფორმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.