უცნაური წრეები მინდვრებში

უცნაური ფორმის წრეები პირველად  ჯერ კიდევ 1972 წელს შეამჩნიეს. ორმა თვითმხილველმა: არტურ შატლვუდმა და ბრუს ბონდმა, რომელთაც მთის ფერდობიდან ,,ამო’’–ს დანახვა უნდოდათ, მთვარის შუქზე უფრო გრანდიოზული რამ იხილეს, ეს იყო ექსტრაორდინალური სანახაობა, როცა მთელი ველის გასწვრივ მარაოსებურად დაწვა ბალახის უზარმაზარი მასივი.
ამ მოვლენის გახმაურების შემდეგ, მსგავსი შეტყობინებები ზვავივით წამოვიდა საინფორმაციო საშუალებებით. წრეების ფენომენის შესწავლის დროს გაირკვა, რომ მსგავსი წრეები ისტორიულად თითქმის ყველა ეპოქაში ჩნდებოდა. ისინი დარეგისტრირებულია 1914 წელს სოლსბერიში (სამხრეთ ინგლისი), 60–იან წლებში კვინტონში (ავსტრალია), ესექსში (ინგლისი). მათი აღმოჩენისას ,,ცერეოლოგები“ (მეცნიერება წრეების შესახებ) უფრო ღრმად ჩაეძივნენ არქივებს და აღმოჩნდა, რომ მსგავსი წრეები დაფიქსირებულია შუა საუკუნეების ქრონიკებში, ჰოლანდიურ წყაროებში მასზე წერენ 1503 წლიდან, სამხრეთ ინგლისში 1618 –1680 წლებიდან. ბრიტანეთის მუზეუმში აღმოჩნდა დოკუმენტი, სადაც წრეების წარმოქმნას ეშმაკისეულ ძალებს მიაწერდნენ.

10643160_737937422938887_1645602470_n

10647616_737937419605554_1518002432_n

10660868_737937412938888_93908002_n

10682048_737937416272221_105310571_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები