ოკუპირებულ აფხაზეთში მდინარეში რუს ტურისტს ეძებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის ე.წ. საგანგებო სიტუაციების დანაყოფი მდინარე ფსოუში დაკარგულ რუს ტურისტს, სერგეი პროდინს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პროიდინი მდინარეში აფხაზი პოლიციელების თვალწინ გადახტა და სწორედ მათ გამოიძახეს შემდგომ მაშველები.
სამძებრო სამუშაოებს რუსი მესაზღვრეები შეუერთდნენ.
სამძებრო სამუშაოები მდინარის ორივე მხარეს გრძელდება.