ჰაკერებმა 101 შიშველი სელებრითის ფოტო და ვიდეო გაავრცელეს (ფოტოკოლაჟი)
ჰაკერებმა სელებრითების კომპიუტერები და მობილური ტელეფონები გატეხეს და ცნობილი ვარსკვლავების ინტიმური ფოტოები ინტერნეტში განათავსეს. ფოტოები თავდაპირველად ინტერნეტ ფორუმ „4CHAN“-ზე გამოჩნდა სახელწოდებით „101 შიშველი სელებრითი“.
ფოტოების უმრავლესობაზე ვარსკვლავები სელფის ძალზე პიკანტურ სიტუაციებში იღებდნენ. მაგალითად მელისა ბენოისტის ზოგიერთ ფოტოზე სექსით არის დაკავებული, ცნობილი მსახიობი კირსტენ დანსტი კამერის წინ თავის მკერდს აშუქებს, შიშველი ჯენიფერ ლოურენსი კი ეროტიული პოზების ფონზე თავისი სახლის ოთახებს იღებდა.
როგორც საიტი „VARIETY“ იტყობინება , დაზარალებულებს შორის უამრავი ვარსკვლავი მოხვდა, მათ შორის წლის ყველაზე სექსუალური ქალი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი, მომღერალი რიანა, ყველაზე მაღალ-ანაზღაურებადი მოდელების TOP5 -ში შემავალი ფოტო მოდელი ქეით აპტონი, მომღერალი – სელენა გომესი, მსახიობი და მომღერალი არიანა გრანდე, მსახიობი და მომღერალი ჰილარი დაფი, მოდელი და ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი, ფეხბურთელი ჰოუპ სოლო, მსახიობი კირსტენ დანსტი და მრავალი სხვა.
როგორც უცხოური საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები ირწმუნებიან, ინფორმაციის გაჟონვის მიზეზი სერვის iCloud-ის გატეხვაა. როგორც ვარაუდობენ ეს აშშ-დან, TehSemyonov-ის ნიკის მქონე ჰაკერმა გააკეთა . ის ავრცელებს ფოტოებს ინტერნეტში და მსურველებს სთავაზობს ახალი ფოტოებისთვის ბიტკოინით გადაიხადონ .ჰაკერმა ქსელში გაავრცელა ეროტიული ვიდეო ქეით აპტონის მონაწილეობით და განაცხადა, რომ ბიტკოინით ანგარიშსწორების შემთხვევაში დადებდა ანალოგიურ ვიდეოს ჯენიფერ ლოურენსის მონაწილეობით.
ბევრმა ვარსკვლავმა უკვე საჯაროდ აღიარა ფოტოების ნამდვილობა. მაგალითად ასე მოიქცა მერი უინსტედი, რომლის თქმითაც, გამოქვეყნებული ფოტოები მეუღლესთან რამდენიმე წლის წინ ერთადაა გადაღებული. ფოტოების ნამდვილობა აღიარა ჯენიფერ ლოურენსის წარმომადგენელმაც, რომლის თქმითაც, ლოურენსის იურისტებმა უკვე მიმართეს საგამოძიებო ორგანოებს დამნაშავის დაკავების მოთხოვნით. პოლიცია და FBI ამ დროისთვის ბოროტმოქმედს ან ბოროტმოქმედთა ჯგუფს ეძებს. მათი განცხადებით, დამნაშავეებს მსხვილი ფინანსური ჯარიმები და ხანგრძლივი პატიმრობა ელოდებათ.