„გატეხილი ფანჯრების თეორია“ – როგორ დაამარცხეს დანაშაული ნიუ-იორკში

1980-იან წლებში ნიუ-იორკი ჯოჯოხეთს წარმოადგენდა. იქ დღეში დაახლოებით 1500 მძიმე დანაშაული ხდებოდა, 6-7 მკვლელობა დღეში. ღამე ქუჩაში სიარული საშიში იყო, ხოლო მეტროთი გადაადგილება დღისითაც რისკს წარმოადგენდა. ჭუჭყიანი პლატფორმები ბოლომდე განათებული არ იყო, ვაგონებში ციოდა, ფეხქვეშ ნაგავი ეყარა, კედლები და ჭერი გრაფიტით იყო მოხატული.

აი, რას ჰყვებიან ნიუ-იორკის მიწისქვეშეთზე:

„ჟეტონისთვის უსასრულო რიგის გასვლის შემდეგ, მე ვცდილობდი – ის ტურნიკეტში ჩამედო, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ მონეტების მიმღები გაფუჭებული იყო. გვერდით ვიღაც მათხოვარი იდგა, რომელმაც აპარატი გატეხა და ახლა მგზავრებისგან ჟეტონებს ითხოვდა. მისი ერთ-ერთი მეგობარი დაიხარა მონეტების მიმღებთან, კბილებით ცდილობდა გაჭედილი ჟეტონების ამოღებას  და ყველაფერს თავისი ნერწყვით ასველებდა. ხალხის უმრავლესობამ ტურნიკეტი უფასოდ გაიარა“, – ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

ქალაქი მის ისტორიაში ყველაზე საშინელი დანაშაულის ეპიდემიის ხელში იყო.

მაგრამ შემდეგ მოხდა აუხსნელი. 1990 წლისთვის პიკს მიაღწია, კრიმინალი მკვეთრად შემცირდა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მკვლელობების რაოდენობა 2/3-ით შემცირდა, მძიმე დანაშაულების რაოდენობა კი განახევრდა. ათწლეულის ბოლოს მეტროში უკვე 75%-ით ნაკლები დანაშაული იყო, ვიდრე დასაწყისში. რატომღაც ათიათასობით დამნაშავემ შეწყვიტა დანაშაულის ჩადენა.

Რა მოხდა? ვინ დააჭირა ჯადოსნური გაჩერების ღილაკს და რა არის ეს ღილაკი?

მისი სახელია – „ჩატეხილი ფანჯრების თეორია“. კანადელი სოციოლოგი, მალკოლნ გლადუელი წიგნში  „გარდამტეხი მომენტი“ ჰყვება:
„ჩატეხილი ფანჯრები – ეს კრიმინალისტების – უილსონის და კელინგის შვილობილია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ დანაშაული ეს წესრიგის არქონის პირდაპირი შედეგია. თუკი ფანჯარა ჩამტვრეულია, მაშინ გამვლელები ფიქრობენ, რომ ეს არავის აინტერესებს და პასუხისმგებელიც არავინაა. ძალიან მალე სხვა ფანჯრებიც ჩაილეწება და დაუსჯელობის გრძნობა მთელ ქუჩაზე გავრცელდება. მთელ უბანში გავრცელდება სიგნალი, რომელიც უბიძგებს გაცილებით მეტი დანაშაულისკენ“.

გრადუელი დაკავებულია სოციალური ეპიდემიებით. ის მიიჩნევს, რომ ადამიანი კანონს არღვევს ცუდი მემკვიდრეობითობის გამო და ცუდი აღზრდის შედეგად. ადამიანზე დიდი ზეგავლენას ახდენს ის, თუ რას ხედავს ირგვლივ – კონტექსტს.

ნიდერლანდელი სოციოლოგი ადასტურებს ამ აზრს. მან საინტერესო ექსპერიმენტების სერია ჩაატარა. მაგალითად, ასეთი: მაღაზიასთან, ველოსიპედის სადგომიდან, ნაგვის ურნები აიღეს და ველოსიპედების საჭეზე ჩამოკიდეს ფლაერები. დააკვირდნენ – რამდენი ადამიანი დააგდებდა ფლაერს ძირს და რამდენს მოერიდება ამის გაკეთება. გაითვალისწინეთ, რომ მაღაზიასთან არსებული კედელი მთლიანად თეთრი იყო და იქ ფლაერები ძირს დააგდეს ველოსიპედისტთა 33%-მა.
შემდეგ ექსპერიმენტი გაიმეორეს და წინასწარ მოხატეს კედელი სატანისტური ნახატებით. ამ შემთხვევაში ფლაერები ველოსიპედისტთან 69%-მა დაყარა.
მაგრამ მოდით დავბრუნდეთ ნიუ-იორკს საზარელი დანაშაულების პერიოდში. 1980-იან წლებში ნიუ-იორკის მეტროს ხელმძღვანელობა შეიცვალა. ადალმა დირექტორმა, დევიდ განმა, მუშაობა გრაფიტის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო. არ შეიძლება თქვას, ქალაქის მთელ საზოგადოებას მოეწონა ეს იდეა.

„ბიჭუნავ, რაიმე მნიშვნელოვნით დაკავდი – ტექნიკური პრობლემებით, სახანძრო უსაფრთხოებით, დანაშაულით… ნუ ხარჯავ ჩვენს ფულს ამ სისულელეზე“.

მაგრამ განი მიზანდასახული იყო:
„გრაფიტი – ეს ნგრევის სიმბოლოა. თუკი ვიწყებთ ბრძოლას, მაშინ პირველი გამარჯვება გრაფიტის მოშორება უნდა გახდეს. თუ ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ, არავითარი რეფორმა არ მოხდება.  ჩვენ მზად ვართ 10 მილიონი დოლარის ღირებულების მატარებლები შემოვიყვანოთ, მაგრამ თუ მათ ვანდალიზმისგან არ დავიცავთ – ვიცით, რა შედეგსაც მივიღებთ. ისინი მხოლოდ ერთი დღე გაძლებენ, შემდეგ კი მათ დაამახინჯებენ“.
განმა მატარებლების გასუფთავების განკარგულება გასცა.

„ჩვენთვის ეს რელიგიური მსვლელობასავით იყო“, – ჰყვებოდა ის მოგვიანებით.

მარშრუტის ბოლოს სამრეცხაო პუნქტი დაამონტაჟეს. თუკი მატარებელი მოხატული მიდიოდა, მას მაშინვე რეცხავდნენ მობრუნების დროს, თუ ვერ ასწრებდნენ ის უბრალოდ გაჰყავდათ ხაზიდან.
„ერთი საქმე იყო ჰერლმეში, სადაც ვაგონები ღამით ჩერდებოდნენ. პირველ ღამეს თინეიჯერები მოვიდნენ და ვაგონის კედლები თეთრად მოხატეს, შემდეგ ღამეს მოვიდნენ და კონტურები გაუკეთეს, მესამე ღამეს კი დაასრულეს თავისი ნახატები. ისინი სამი ღამის განმავლობაში შრომობდნენ, ჩვენ კი ველოდებოდით, როდის დაასრულებდნენ. შემდეგ ავიღეთ გორგოლაჭები და მთლიანად გადავღებეთ მათი ნახატები. ბიჭები ტირილამდე მივიდნენ. ეს ჩვენი მესიჯი იყო მათთვის: „გინდათ სამი ღამე დაკაროთ იმისთვის, რომ მატარებელი დაამახინჯოთ? კი ბატონო, მაგრამ ამას ვერავინ ნახავს“…
1990 წელს, სატრანსპორტო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მოვიდა უილიამ ბრატონი. იმის მაგივრად რომ რაიმე სერიოზულით დაკავებულიყო – მძიმე დანაშაულით მაგალითად, მან უბილეთოების დევნა დაიწყო.

რატომ?
პოლიციის ახალ უფროსს სჯეროდა, რომ ეს საკითხი გრაფიტის პრობლემის მსგავსად უნდა მოგვარებულიყო. იმ დროს 170 ათასი მგზავრი შედიოდა მეტროში ბილეთის გარეშე. მოზარდები უბრალოდ ახტებოდნენ ტურნიკეტებს. თუკი 2 ან 3 ადამიანი ატყუებდა სისტემას მაშინ ის ადამიანებიც, რომლებიც აქამდე არ ჩაიდენდნენ დანაშაულს უერთდებოდნენ მათ.
რა გააკეთა ბრატონმა? მან ტურნიკეტებთან 10 გადაცმული პოლიციელი დააყენა. სათითაოდ დაიჭირეს უბილეთოები, ხელბორკილები დაადეს და ბაქანზე ჯაჭვით მიაბეს. გამტაცებულები იდგნენ იქამდე, სანამ „დიდი დაჭერა“ არ დასრულებულა. ამის შემდეგ ისინი პოლიციის ავტობუსში გადაიყვანეს, სადაც მათ გაჩხრიკეს, თითის ანაბეჭდები აუღეს და მონაცემთა ბაზაში შეიყვანეს. ბევრს თან ჰქონდა იარაღი. სხვებს კი კანონთან პრობლემები აღმოაჩნდათ.
„პოლიციელებისთვის ეს დიდი სანახაობა იყო, ყოველი დაჭერა ბატიბუტის ყუთს ჰგავდა, რომელშიც სიურპრიზი იმალება. რა სათამაშო ამომივა ნეტა ამჟამად? იარაღი? დანა? აქვთ თუ არა მათი ტარების უფლება? ოჰოო, შენ მკვლელობა გაქვს ჩადენილი! ცუდი ბიჭები ძალიან მალე დაჭკვიანდნენ, მათ იარაღის დატოვება სახლში დაიწყეს“, – იხსენებს ბრატონი.


რუდოლფ ჯულიანი ნიუ-იორკის მერად 1994 წელს აირჩიეს. მან გაიყვანა ბრატონი სატრანსპორტო ორგანოდან და დანიშნა ქალაქის პოლიციის უფროსად. სხვათა შორის, ვიკიპედიაში ნათქვამია, რომ სწორედ ჯულიანმა გამოიყენა „ჩატეხილი ფანჯრების“ თეორია. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. მიუხედავად ამისა, მერის დამსახურება უდავოა – მან ნიუ-იორკის მასშტაბის სტრატეგიის შემუშავების ბრძანება გასცა.
პოლიციამ ფუნდამენტურად მკაცრი პოზიცია დაიკავა წვრილმანი დამნაშავეების მიმართ. დააკავეს ყველა, ვინც სვამდა ან აჯანყდა საზოგადოებრივ ადგილებში. ვინც ცარიელ ბოთლებს ისროდა, კედლები მოხატა. ქუჩაში თუ ვინმე მოშარდავდა, პირდაპირ ციხეში მიდიოდა.

ურბანული დანაშაულის დონემ მკვეთრად დაცემა დაიწყო – ისევე სწრაფად, როგორც მეტროში. პოლიციის უფროსი ბრატონი და მერი ჯულიანი განმარტავენ:

„პატარა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დანაშაულები სერიოზული დანაშაულის ჩადენის სიგნალად იქცა“.
ჯაჭვური რეაქცია შეჩერებულია. შედეგად კრიმინალური ნიუ-იორკი 1990-იანი წლების ბოლოს გახდა ყველაზე უსაფრთხო მეგაპოლისი ამერიკაში.

ჯადოსნურმა „სტოპ ღილაკმა“ გაამრთლა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები