აშშ არალეგალ მიგრანტებს სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების სანაცვლოდ 3000 დოლარს გადაუხდის
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ არალეგალი მიგრანტებისთვის სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა სამჯერ გაიზარდა და 3000 დოლარს მიაღწია.
მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლება ასევე მზადაა, მიგრანტებს სახლში დასაბრუნებელი ბილეთები გადაუხადოს.
„ჩვენ ვიყიდით ბილეთს და მათი სამშობლოში დაბრუნებისთვის 3000 დოლარს გადავიხდით“, – განაცხადა ნოემმა Fox Business-თან ინტერვიუში.
მანვე განმარტა, რომ პროგრამა მხოლოდ იმ მიგრანტებზე ვრცელდება, რომლებიც არ ყოფილან დაკავებული, თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან და არ არიან ჩართულნი სისხლის სამართლის საქმეებში.