ანკარასთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ლიბიის არმიის მეთაური და კიდევ ოთხი მაღალჩინოსანი დაიღუპა
ლიბიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თურქეთის დედაქალაქ ანკარასთან ახლოს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ლიბიის არმიის შტაბის უფროსი, მოჰამედ ალი აჰმედ ალ-ჰადადი და კიდევ ოთხი ლიბიელი მაღალჩინოსანი დაიღუპა.
პრემიერ-მინისტრმა, აბდულ ჰამიდ დბეიბამ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამშაბათს მომხდარი კატასტროფა იყო „ტრაგიკული შემთხვევა“, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც მაღალჩინოსნები ანკარიდან ბრუნდებოდნენ.
„ეს უდიდესი ტრაგედია დიდი დანაკლისია ერისთვის, სამხედრო წყობილებისთვის და მთელი ხალხისთვის, რადგან ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად და თავდადებით ემსახურებოდნენ სამშობლოს და იყვნენ დისციპლინის, პასუხისმგებლობისა და ეროვნული ერთგულების მაგალითი“, – განაცხადა მან.
თურქეთის ჟანდარმერიამ იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვა, რომელსაც ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი გადაჰყავდა და რომელიც თურქეთის დედაქალაქიდან აფრენიდან მალევე გაუჩინარდა.