საქართველოს და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს

საქართველოს პარლამენტების თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და  ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ სობოტკამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დოკუმენტს საქართველოს პარლამენტში „დემოკრატიის ვორქშოპების” დაფუძნების შესახებ.

„დემოკრატიის ვორქშოპები”, რომელიც ავსტრიის პარლამენტში 2007 წლიდან ფუნქციონირებს, მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო განათლების წახალისებას, პოლიტიკისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ ინტერესის გაღვივებას, დემოკრატიული პრინციპების და პარლამენტის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

 ხელმოწერილი დოკუმენტით, „დემოკრატიის ვორქშოპები” დაფუძნდება და განხორციელდება ორივე პარლამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობით და ავსტრიის პარლამენტის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები