ბექა ლილუაშვილი – ხოშტარიაზე: აკრიტიკებდე ხელისუფლებას რუსეთთან კავშირებში და, მეორე მხრივ, შენ გქონდეს გარკვეული კავშირები, ბუნებრივია, გარკვეულ უხერხულობას ქმნის

“საქართველოსთვის” წევრი, ბექა ლილუაშვილი ერთ-ერთი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

მისი თქმით, ინფორმაციის ავთენტურობის შემთხვევაში გარკვეული უხერხულობა იქმნება.

“ბუნებრივია, ქმნის გარკვეულ უხერხულობას, ერთი მხრივ აკრიტიკებდე ხელისუფლებას რუსეთთან კავშირებში და მეორეს მხრივ, შენ გქონდეს გარკვეული კავშირები, თუ ეს ახალი ინფორმაციაა, არ ვიცი, მე ამის ავთენტურობას ნამდვილად ვერ დავადასტურებ, ან ვერ უარვყოფ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, უხერხულობის შემქმნელი, გარკვეულწილად, ეს ნამდვილად არის”, – აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

ცნობისთვის, “კურიერის” ინფორმაციით, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 მილიონ 279 ათასი რუბლია. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ტრანზაქცია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 7-ჯერ განხორციელდა. ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები