რიწის პარკში რუსი ტურისტი დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის რელიქტურ ეროვნულ პარკში რუსი ტურისტი დაიღუპა.

ე.წ.საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტავენ, რომ ​იუფშარის კანიონში კლდის დაშლა დაიწყო, ხოლო ქვები გზაზე მიმავალ ავტომობილს დაეცა.

მომხდარის შედეგად, პენზის რაიონის ქალაქ ზარეჩნიდან 27 წლის ვლადისლავ ვიშნიაკოვი ადგილზე დაიღუპა, მეორე მგზავრი – 28 წლის, ალბინა კოპეევა ფეხის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები