„სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე ცვლილებები ეტაპობრივად, წლის ბოლომდე განხორციელდება“

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე ცვლილებები ეტაპობრივად, წლის ბოლომდე განხორციელდება. როგორც მინისტრმა პრენსკონფერენციაზე აღნიშნა, პრიორიტეტები გამოძახების დროს გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, სადაც არის უფრო მეტი გამოძახება და ნაკლები ბრიგადა.
“მომსახურება გაგრძელდება ისევ ისე, როგორც იყო. ხოლო პრიორიტეტები გამოძახების დროს, რომელზეც ვსაუბრობდით, წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაინერგება. ეს იქნება ინსტრუმენტი, რათა გაკონტროლდეს სასწრაფო დახმარების მომსახურების ხარისხი და არა პირიქით, ბარიერი შეექმნას მოსახლეობას. პრიორიტეტები გამოძახების დროს გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, სადაც არის უფრო მეტი გამოძახება და ნაკლები ბრიგადა. ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ დისპეტჩერმა პირველ რიგში ბრიგადა გააგზავნოს, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევაზე, ვიდრე – მაღალი ტემპერატურის დროს გამოძახებაზე”, – აღნიშნა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები