საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი – რუსეთი 2026 ოლიმპიადაზე დროშით ვერ გამოვა

რუსეთი 2026 წლის ოლიმპიადაზე თავისი დროშით ომის შეწყვეტის შემთხვევაშიც ვერ გამოვა,- ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, კირსტი კოვენტრიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის არაფერი შეცვლილა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაში, რუს სპორტსმენებს თებერვლის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების უფლება ინდივიდუალურად, ნეიტრალური სტატუსით შეეძლებათ.

ცნობისთვის, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა 6-22 თებერვალს იტალიაში — მილანო და კორტინა დ’ამპეცო გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები