მაია ბითაძე: კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ პლასტმასისაგან დამზადებული პროდუქციის რეალიზებისთვის დრო მეწარმეებს 1 აპრილამდე მიეცემოდათ, რაც მათთვის დამატებითი შეღავათია

1 აპრილამდე მიეცათ მეწარმეებს დრო იმისთვის, რომ უკვე შეძენილი, პლასტმასისაგან დამზადებული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინონ, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, იმგვარი პროდუქციის მოხმარება, რაც ცხელ პროდუქტთან რეაქციაში შედის და ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, უნდა აიკრძალოს.

„კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ 1 აპრილამდე მიეცემოდათ მეწარმეებს დრო იმისთვის, რომ უკვე შეძენილი პროდუქციის რეალიზაცია მოეხდინათ, რაც მათთვის დამატებითი შეღავათია. თუმცა, ბიზნესთან ერთად ჩვენ ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ იმგვარი პროდუქციის შემდგომი მოხმარება, რაც ცხელ პროდუქტთან რეაქციაში შედის და საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მომავალში აღარ უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა ბითაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის პირველი იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები