ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხში მრავალი აქტივობა მოეწყო

პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ბავშვის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 1950 წლიდან აღნიშნავს და მისი მიზანია მსოფლიო საზოგადოების მობილიზება ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მრავალი აქტივობა მოეწყო ლაგოდეხში;

ანიმატორების შოუ, ოჩოს შოუ, რობოტების შოუ, სახეზე ხატვა, ადგილზე ხატვა, ანიმაციური გმირები, ბევრი მხიარულება და უამრავი ბუშტებით გაფორმებული გარემო.

ასევე ჩატარებული კონკურსის „იღვიძებს ბუნება“-ის მონაწილე ნორჩი მხატვრები დააჯილდოვა, სერტიფიკატები გადასცა და წარმატება უსურვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბ-ნ ჯონდო მდივნიშვილმა.

კულმინაციას რაც შეეხება, ყველაზე მხიარული დღე ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები