დავით სერგეენკო: ამ დროისთვის ახალ რეგულაციებზე გადასვლა მშვიდად მიმდინარეობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ცვლილებები, რასაც ჭარბი სიფრთხილითაც კი ვხვდებოდით, აბსოლუტურად მშვიდად მიმდინარეობს. როგორც მინისტრმა პრენსკონფერენციაზე აღნიშნა, ამ დროის მდგომარეობით ახალ რეგულაციებზე გადასვლა მშვიდად მიმდინარეობს.
“ჩვენ საათობრივ მონიტორინგს ვახორციელებთ სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში. ამ დროის მდგომარეობით ახალ რეგულაციებზე გადასვლა მშვიდად მიმდინარეობს. არც პოლიკლინიკებში, არც აფთიაქებში არ შეიმჩნევა რაიმე განსაკუთრებული პაციენტთა ნაკადი ან შეფერხებები, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათია და უკვე სამუშაო თვე იწყება. 37 პოლიკლინიკის მონაცემები გვაქვს ამ წუთისთვის. არსად აღინიშნება პაციენტებისთვის რაიმე დამატებითი ბარიერების შექმნა. ასე რომ, ეს ცვლილებები, რასაც, შეიძლება ითქვას, ჭარბი სიფრთხილითაც კი ვხვდებოდით, მიმდინარეობს აბსოლუტურად მშვიდად, გეგმაზომიერად და ვფიქრობ, ასეც გაგრძელდება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები